კალკულატორი

დავის ღირებულება

მოსმენის ფორმა

მოსაკრებლის ოდენობა

George Tsertsvadze


გიორგი ცერცვაძემ იურიდიული განათლება 1999-2004 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო.

2009 წელს იმავე უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საერთაშორისო არბიტრაჟის პრობლემურ საკითხებზე.

სხვადასხვა დროს იყო მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო სამართლისა და შედარებითი სამართლის ინსტიტუტის (გერმანია) ფოლკსვაგენის ფონდის (გერმანია), გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (გერმანია), ჩუოს სამართლის სკოლის (იაპონია), იაპონის არბიტრთა ასოციაციაციის (იაპონია) და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (აშშ) სამეცნიერო გრანტების და სტიპენდიების ბენეფიციარი და პროგრამების აქტიური მონაწილე.

2017 წლის გაზაფხულზე გიორგი ჯორჯ ფორსტერის მკვლევართა საზოგადოების პროგრამის გამარჯვებული გახდა.

იგი 2003 წლიდან ეწევა საადვოკატო პრაქტიკას და 2004 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაციის წევრი.

2008 წელს დაარსა იურიდიული ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგი“, 2009 წლიდან გიორგი ამ ფირმის ერთადერთი მმართველი პარტნიორია.

2012 წლიდან კარის ფრანკ ევანსის კონფლიქტების გადაწყვეტის ცენტრის (ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ) მიერ ლიცენზირებული მედიატორი.

2015-2018 წლებში გიორგი იყო საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, 2016 წლიდან დღემდე კი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორია.

გიორგი ცერცვაძე საქართველოში, გერმანიაში, ავსტრიაში, იაპონიასა და აშშ-ში გამოქვეყნებული ათზე მეტი სამეცნიერი ნაშრომის ავტორია. გარდა ამისა, "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" მმართველი პარტნიორი არის საერთაშორისო არბიტრაჟის, მედიაციასა და საერთაშორისო საინვესტიციო სამართლის სახელმძღვანელობის ავტორი, სახელშეკრულებო სამართლის სახელმძღვანელოს და სამოქალაქო კოდექსის კომენტარის თანაავტორი.

2011-2012 წლებში, როგორც მედიაციის ექსპერტი, იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით შექმნილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრი.

2006 წლიდან დღემდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის, ბიზნეს ტრენინგების ასოციაციის, ევროპული აკადემიური ცენტრის და სხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციების მიწვევით გიორგი ცერცვაძე აქტიურად ატარებს ტრენინგებს ბიზნესის სამართლებრივ რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

გიორგი ცერცვაძე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორია.

სამუშაო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური, გერმანული.