კალკულატორი

დავის ღირებულება

მოსმენის ფორმა

მოსაკრებლის ოდენობა

Conference on Mediation

2018 წლის 26-29 ოქტომბერს ვაინშტაინის საერთაშორისო ფონდის (Weinstein International Foundation), “ევროპული ბიზნეს ასოციაციისა” (EBA Georgia) და “ი ბი ეი მედიაციის და არბიტრაჟის ცენტრის” მედიატორისა და არბიტრის _ გიორგი ცერცვაძის ერთობლივი ინიციატივით მედიაციის განვითარებისადმი მიძღვნილი სამდღიანი კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია “ი ბი ეი მედიაციის და არბიტრაჟის ცენტრის” თავმჯდომარის, ბატონი დევიდ ლოურენს ლის მოხსენებით გაიხსნა.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ესტუმრნენ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში მსოფლიოში აღიარებული პრაქტიკოსები და ვაინშტაინის საერთაშორისო ფონდის ბორდის წევრები: 

 

დანიელ ვაინშტაინი

დანიელ ვაინშტანი  კალიფორნიის ყოფილი მოსამართლე და JAMS-ის ერთ-ერთი დამფუძნებელიაიგი როგორც აშშ-შიასევე მის ფარგლებს გარეთ რთული და კომპლექსური კერძოსამართლებრივი დავების გადაწყვეტის ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ მედიატორად ითვლებამოსამართლე ვაინშტაინი პიონერია აშშ- მასშტაბით მედიაციის განვითარებასა და მის გავრცელებაში.

https://www.weinsteininternational.org/our-leadership/daniel-weinstein/

დევიდ კარდენი

დევიდ კარდენი სახელგანთქმული ამერიკელი იურისტი და დიპლომატიაიგი წარმოადგენდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციაში აშშ- სრულუფლებიან ელჩსაღნიშნულ პოზიციაზე დევიდი 2010 წელს წარადგინა ბარაკ ობამამ და 2011 წელს დაამტკიცა აშშ- სენატმაკარდენი ამჟამად საერთაშორისო იურიდიული კომპანია Jones Day-ის პარტნიორია ამავე კომპანიის წარმომადგენლობების მიერ წარმართულ საქმეებში აზიის მასშტაბით.

https://www.weinsteininternational.org/our-leadership/david-carden/

 ბრუს ედვარდსი 

ბრუს ედვარდსი პრფესიონალი მედიატორია 1985 წლიდანამერიკის მასშტაბით მას 7,000-ზე მეტ მედიაციის პროცესში აქვს მონაწილეობა მიღებულიბრუსმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამერიკაში ყველაზე დიდი და წარმატებული დავის გადაწყვეტის ცენტრის JAMS-ის დაფუძნებაშიიგი ამ კომპანიის თავმჯდომარის პოზიციასაც იკავებდა. 2018 წელს იგი ეროვნული სამართლებრივი ჟურნალის მიერ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ჩემპიონად დასახელდა.

https://www.weinsteininternational.org/our-leadership/bruce-edwards/

ჯეი ველში 

ჯეი ველში JAMS- 1991 წელს შეუერთდა და ამ პერიოდიდან მნიშვნელოვან როლს თამაშობს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებების განვითარებასა და გავრცელებაშიროგორც ამერიკაშიასევე საერთაშორისო დონეზეროგორც JAMS-ის ყოფილმა აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და გენერალურმა კონსულმა მსოფლიოს მასშტაბით JAMS-ის ეგიდით ოცდაერთი ცენტრის შექმნაში მიიღო მონაწიელობა.

https://www.weinsteininternational.org/our-leadership/jay-welsh/

ლეონარდო დურსო 

ლეონარდო დურსო დავის ალტერნატიული გადაწყეტის ცენტრის დირექტორი და თანადამფუძნებელია იტალიაშიაღნიშნული ცენტრი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მედიაციის ცენტრია. 1998 წლის შემდეგ მან ათასზე მეტ ეროვნულ და საერთაშორისო კომპლექსური კერძოსამართლებრივი დავის მედიაციით გადაწყვეტაში მიიღო მონაწილეობამისი ჩართულობით ოც წლიანი მოღვაწეობის პერიოდში იტალიაში ოცდათერთმეტი დავის გადაწყვეტის ცენტრი შეიქმნალეონარდო ასევე აქტიურად იყო ჩართული ინოვაციური პლათფორმის ODR-ის შექმნაშირომელიც დავის ონლაინ გადაწყვეტის საშუალებას იძლევა.

https://www.weinsteininternational.org/our-leadership/leonardo-durso/

 

26 ოქტომბერს სასტუმრო „ბილტმორში“ მედიაციის პოპულარიზაციისა და მისი დანერგვის საშუალებებისადმი მიძღვნილ შეხვედრას ვაინშტაინის საერთაშორისო ფონდის ბორდის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი ქ-ნი თეა წულუკიანი და მინისტრის პირველი მოადგილე ბ-ნი მიხეილ სარჯველაძე. 

მინისტრმა და ბორდის წევრებმა მიმართეს დამსწრე საზოგადოებას და უპასუხეს შეკითხვებს. ღონისძიების დასასრულს პანელური დისკუსია იურიდიული ფირმა \"ჯეი ენდ თი ქონსალთინგის\" მმართველი პარტნიორის - გიორგი ცერცვაძის მოდერირებით წარიმართა. 

27-28 ოქტომბერს კახეთში გამართულ ორდღიან შეხვედრას დაესწრო  სხვადასხვა დროს ვაინშტაინ/ჯემსის პროგრამის (Weinstein JAMS Felloship) ბენეფიციარი ოცამდე  მედიატორი ათზე მეტი ქვეყნიდან. შეხვედრაზე განხილულ იქნა როგორც უშუალოდ საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში არსებული მდგომარეობა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის თვალსაზრისით. ყურადღება გამახვილდა რეგიონში ერთობლივი პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე, რამაც მედიაციის და არბიტრაჟის ცნობადობა და მათი გამოყენების ხარისხი კიდევ უფრო უნდა გაზარდოს.