მედიატორთა საკვალიფიკაციო პროგრამა
„ი ბი ეი მედიაციისა და არბიტრაჟის ცენტრი“ აცხადებს მედიატორობის მსურველ პირთა რეგისტრაციას ედვარდსის მედიაციის აკადემიის მედიატორთა საკვალიფიკაციო პროგრამაზე, რომელიც აკრედიტებულია სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ.
ედვარდსის მედიაციის აკადემია (Edwards Mediation Academy) არის 2014 წლიდან აშშ-ში დაფუძნებული დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განმავითარებელ/სასწავლო ცენტრი და ლიდერი ორგანიზაცია მედიატორთა სერტიფიცირების საქმეში მსოფლიო მასშტაბით.
ტრენინგის წარმატების დასრულების შემთხვევაში გაიცემა ქართულ-ამერიკული სერტიფიკატი.
ტრენინგები ჩატარდება 7 დღის განმავლობაში და შედგება 60 საათიანი სასწავლო პროგრამისგან, რომლის 35 საათი დაეთმობა თეორიულ მასალას, ხოლო 25 სთ - პრაქტიკულ აქტივობებს: როლურ თამაშებსა და სიმულაციებს.
ტრენინგებს წარუძღვებიან სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აკრედიტებული ტრენერები: გიორგი ცერცვაძე, გიორგი სვანაძე, ლევან ჯანაშია და ოთარ მაჩაიძე.
მონაწილეობის საფასური: 600 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, რომლის გადახდაც შესაძლებელია ერთ ან სამ ტრანშად.
რეგისტრაცია აქტიურია 2022 წლის 3 ოქტომბრიდან ამავე წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით.
მონაწილეობისთვის სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
რეგისტრაციის ბმული:
თანხის გადახდა ერთ ტრანშად:
თანხის გადახდა სამ ტრანშად:
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
E-mail:Mari.tsitskishvili@jtconsulting-geo.com
Cell: (+995) 558 044 400, მარი ციცქიშვილი