კალკულატორი

დავის ღირებულება

მოსმენის ფორმა

მოსაკრებლის ოდენობა

რეგისტრაციას ედვრადსის მედიაციის აკადემიისა და ი ბი ეი მედიაციისა და არბიტრაჟის ცენტრიის მედიატორთა საკვალიფიკაციო პროგრამაზე

„ი ბი ეი მედიაციისა და არბიტრაჟის ცენტრი“ აცხადებს მედიატორობის მსურველ პირთა რეგისტრაციას ედვრადსის მედიაციის აკადემიის მედიატორთა საკვალიფიკაციო პროგრამაზე, რომელიც აკრედიტებულია სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ.
ედვარდსის მედიაციის აკადემია (Edwards Mediation Academy) არის 2014 წლიდან აშშ-ში დაფუძნებული დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განმავითარებელ/სასწავლო ცენტრი და ლიდერი ორგანიზაცია მედიატორთა სერთიფიცირების საქმეში მსოფლიო მასშტაბით.
ტრენინგის წარმატების დასრულების შემთხვევაში გაიცემა ქართულ-ამერიკული სერტიფიკატი.
ტრენინგები ჩატარდება 7 დღის განმავლობაში და შედგება 60 საათიანი სასწავლო პროგრამისგან, რომლის 35 საათი დაეთმობა თეორიულ მასალას, ხოლო 25 სთ - პრაქტიკულ აქტივობებს: როლურ თამაშებსა და სიმულაციებს.
ტრენინგებს წარუძღვებიან სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აკრედიტებული ტრენერები: გიორგი ცერცვაძე, ლევან ჯანაშია, გიორგი სვანაძე, ოთარ მაჩაიძე.
მონაწილეობის საფასური: 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში
გაცნობებთ, რომ დაინტერესებულ კომპანიებს „ი ბი ეი მედიაციისა და არბიტრაჟის ცენტრი“ გთავაზობთ შემდეგი ტიპის ფასდაკლებებს: კომპანიიდან 2 პირის მონაწილეობის შემთხვევაში მოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, 3-4 პირის მონაწილეობის შემთხვევაში 30%-იანი ფასდაკლება და 5 ან მეტი პირის მონაწილეობის შემთხვევაში 40%-იანი ფასდაკლება.
რეგისტრაცია აქტიური 2022 წლის 29 აპრილიდან ამავე წლის 10 მაისის ჩათვლით.
რეგისტრაციის ბმული: https://docs.google.com/.../1FAIpQLSdaDvXqI2V.../viewform...
მონაწილეობისთვის სასურველია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
გთხოვთ, თვალი ადევნოთ ჩვენს გვერდს, იმისთვის რომ მიიღოთ მეტი ინფორმაცია საკვალიფიკაციო პროგრამის შესახებ.