კალკულატორი

დავის ღირებულება

მოსმენის ფორმა

მოსაკრებლის ოდენობა

Mari Tsitskishvili


მარი ციცქიშვილმა იურიდიული განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო 2010-2014 წლებში. 2017 წელს წარჩინებით დაასრულა ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა კერძო სამართლის მიმართულებით.

2014-2016 წლებში მარი სხვადასხვა დროს იყოს დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის, პროექტ "თბილისებელის ადვოკატის", სააპელაციო სასამართლოს, შპს "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის" სტაჟიორი.

2015-2016 წლებში იყო ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ELSA) თბილისის გენერალური მდივანი.

2016 წლიდან არის იურიდიული ფირმა “ჯეი ენდ თი ქონსალთინგის” გუნდის წევრი, 2018 წლის ივლისიდან იგი ამ კომპანიის ერთ-ერთი უფროსი იურისტის პოზიციას იკავებს.

2018 წლის ივნისიდან მარი საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორია.

მარის გავლილი აქვს საერთაშორისო სასერთიფიკატო კურსი საერთაშორისო საავტორო სამართალში (თბილისი, თსუ, ჩიკაგო-კენტის სამართლის კოლეჯი, კალაბრიას რეგიონის მედიტერანული უნივერსიტეტი). ასევე გავლილი აქვს ორმოც საათიანი სასერთიფიკატო კურსი სპორტულ მედიაციაში (დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი). მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სამართლის სკოლაში, იმიტირებულ პროცესსა და ეროვნულ კონკურსში.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული