კალკულატორი

დავის ღირებულება

მოსმენის ფორმა

მოსაკრებლის ოდენობა

Levan Janashia


ლევან ჯანაშია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ–პროფესორი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორია;  2005-2013 წლებში იგი ასევე მოღვაწეობდა კავკასიის სამართლის სკოლასა და საქართველოს უნივერსიტეტში. 2005-2007 წლებში უძღვებოდა სალექციო კურსებს სამართლისა და ეკონომიკის გერმანულენოვან ფაკულტეტზე.

2004 წლიდან ლევან ჯანაშია ადვოკატთა ასოციაციის წევრია და ამ დროიდან ეწევა საადვოკატო პრაქტიკას. იგი ასევე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ექსპერტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ადვოკატად კს საერთაშორისო იურიდიული ფირმა „გაბისონია, დიტრიხი და პარტნიორები“, სპს „გაბისონია და პარტნიორები“, შპს „J & T Consulting“, იურიდიული ფირმა „ეფ ელ ეს“-ში ადვოკატის, მმართველი პარტნიორისა და დირექტორის პოზიციებზე. საადვოკატო პრაქტიკის მანძილზე მის წარმოებაში იყო და კლიენტის სასარგებლოდ დასრულდა ათეულობით სასამართლო საქმე. აქვს კლიენტების სასამართლოში, სახელმწიფო ორგანიზაცია-დაწესებულებებში და მესამე პირებთან წარმომადგენლობის ცამეტწლიანი გამოცდილება.

2010 წლიდან არის შპს „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტის“ თავმჯდომარე. საარბიტრაჟო პრაქტიკის მანძილზე განხილული აქვს 2000-ზე მეტი საქმე.

2011 წლიდან იკავებს დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების ეროვნული ცენტრის აკადემიური დირექტორის პოზიციას.

2018 წლიდან იკავებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციას.

ლევან ჯანაშია არის რამოდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი, ასევე არის სახელშეკრულებო სამართლის სახელმძღვანელოს (USAID/JILEP) თანაავტორი.